ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
საგრანტო კონკურსისთვის „შემოსავლის მომტანი ინიციატივების ხელშეწყობა ქალებისთვის“ განაცხადების მიღება მიმდინარეობს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ტანას აღკვეთილის დამხმარე ზონაში, კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების (დიდი ატენი და ფუხაანთუბანი, იკვლევი, ხანდისი) მკვიდრ მოსახლეობას.
საგრანტო კონკურსი გამოცხადდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ (BSLD) ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
კონკურსი ჩატარდება: 2026 წლის 23 იანვარს, 12:00 საათზე;
მდებარეობა: ატენის ადმინისტრაციული შენობა;
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 22 იანვრის 17:00 საათამდე;
განაცხადი უნდა წარადგინოთ ზემოაღნიშნულ მისამართზე და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჯამური საგრანტო ბიუჯეტი: 15,000 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ვასი ბუთხუზი მობ: 599468746
