Abasha Canyon Natural Monument
აბაშის კანიონის ბუნების ძეგლი
ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის კანიონისებურ, ერთ-ერთ თვალწარმტაც, მეზოზოური ერის ზედაცარცული პერიოდისა და, სავარაუდოდ, პალეოცენური ნალექების გამორეცხვისა და ასევე ტექტონიკური აზევების შედეგად გამომუშავებულ 2400 მ სიგრძის, 50-70 მ სიღრმის და 5-7 მ სიგანის შედარებით ახალ ხეობას, რომელიც წარმოიქნება მდინარეთა შეერთების ადგილიდან სოფელ ბალდამდე აბჰესის მიდამოებში. მდინარე სათავეში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტოტისგან შედგება: რაჩხისგან, ხარჩულეთისგან, ტობისგან და სხვ. მდინარე აბაშის სათავეებში კანიონისებური ხეობების ფერდობებზე მოვაკებული ზედაპირებია. კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა, კანიონში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. პალეონტოლოგიური არტეფაქტების სიუხვე მიმზიდველს ხდის კანიონს, როგორც მეცნიერებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
კანიონის ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით. ობიექტი წარმოადგენს როგორც ისტორიულ, ასევე ბუნების მნიშვნელოვან ძეგლის, რადგანაც მაღალკედელებიანი კანიონიდან გამოედინება თევზით მდიდარი კამკამა წყალი.
კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გვხვდება მე-18-19 საუკუნეების ორთვლიანი წისქვილის და საკალმახე აუზის კარგად შემონახული ნაშთები, რაც წარმოადგენს მეგრული სამზარეულოს დამახასიათებელ შტრიხებს. ქვედა კანიონამდე კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებული კიბე ჩაუყვება. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ კიბით დადიოდნენ გიორგი მთაწმინდელი და დავით აღმაშენებელი.
კანიონი მნიშვნელოვანია გეოლოგიური და პალეონტოლოგიური თვალსაზრისით:
•კანიონის კირქვების კედლებში, მდინარის კალაპოტში ნაპოვნია სხვადასხვა ტიპის უხერხემლოების (ნაუტილიდების, ბრაქიოპოდების, ზღვის ზღარბების ნიჟარები) ნაშთები.
•მდინარის კალაპოტში არსებულ დანაწევრებულ გაშიშვლებებზე, რომელთაც პლატოს ფორმები აქვს, ნაპოვნია მეზოზოური რეპტილიების (სავარაუდოდ, დინოზავრების) ნატერფალები. ძლიერი დანაწევრების გამო, ნატერფალები ერთეული სახითაა წარმოდგენილი. მხოლოდ ერთგან გვხვდება ნაკვალევთა მწკრივი, რომელიც 3 ერთმანეთისგან ერთიდაიგივე მანძილით დაშორებული ნატერფალისგან შედგება. ნატერფალების 90% ეკუთვნის საშუალოზე უფრო პატარა ზომის ბალახისმჭამელ დინოზავრებს, დანარჩენი - მტაცებლებს.
•კანიონის კედლებში და მდინარის კალაპოტში ნაპოვნია სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჩანართები. ამ ჩანართების დიდი ნაწილი ფორმებით უახლოვდება განამარხებული ძვლების აგებულებას. ერთ-ერთი ამოღებული ჩანართი, სავარაუდოდ, გადაშენებული ზღვის გიგანტური ქვეწარმავალის - მოზაზავრის მალას წარმოადგენს. ასევე აღმოჩენილია ქვეწარმავალთა თავის ქალას, კიდურების, მალების მსგავსი წარმონაქმნები.
•თუ დადგინდა (მიმდინარეობს კვლვა), რომ კანიონში გვხვდება ორი ხანის (მეზოზოური და პალეოგენური) ხანის გადაკვეთა, ეს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მას კვლევებისათვის. ეს სწორედ ის მიჯნაა, როდესაც ხდება გიგანტური ქვეწარმავლების ამოწყდომა და ძუძუმწოვრებისა და ფრინველების ხანის გაფურჩქვნა.
•კანიონის მიმდებარე კირქვოვან კლდეებზე განვითარებულია კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი ფლორა, თავისი უნიკალური წარმომადგენლებით, მაგალითად გვხვდება: დათვის თხილი, კოლხური ბზა, უთხოვარი და სხვა. მრავლადაა სხვადასხვა სახეობის ხავსი, გვიმრანაირები.
•მდინარე აბაშის კანიონის ქვედა ნაწილი მდიდარია კალმახით და სხვა სახეობის თევზით (დასადგენია). ამფიბიებიდან და რეპტილიებიდან შესაძლებელია ტბის ბაყაყის, მწვანე გომბეშოს, ვასაკას, სპილენძას, წყლის ანკარას ნახვა, ხოლო ფრინველებიდან წყლის შაშვის, ალკუნის, ბოლოქანქარების, წყლის ბიგასი და სხვა. მრალადაა ასევე ღამურების ზოგიერთი სახეობები.
How to get there: აბაშის კანიონის ბუნების ძეგლთან უახლოესი დასახლებული პუნქტია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი გაჭედილი (გოჭკედილი, ბალდა), რომელიც მდებარეობს 6 კილომეტრის მოშორებით.
ქ. თბილისი - ქ. მარტვილი - 279 კმ.
Where to stay - The optimal option for staying overnight is either in Martvili or Chkhorotsku where it is only possible to stay at a hotel.
Hotels:
• Garda – 2 Chavchavadze St, Martvili
Contact: +995 599 947197 (tariff: 20 Lari excluding meal)
• Kandagari – 3 Kostava St, Chkhorotsku
Contact: +995 595 61 37 83 (tariff: 40 Lari including breakfast)
Coordinates: X: 284144 Y: 4704417
Total area: 13 ha