საქართველოს რომელ დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება ნადირობა ?
- საქართველოს რომელ დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება ნადირობა?
- საქართველოს რომელ დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება თევზაობა?
- საქართველოს რომელ დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება
დინამიტით თევზაობა? - დაცული ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც დაშვებულია ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი
სარგებლობის მიზნით, რა რაოდენობის ხილ-კენკრისა და სოკოს
შეგროვება არის დაშვებული? - შესაძლებელია თუ არა დაცულ ტერიტორიებზე სათბობი შეშის
შეგროვება? - შესაძლებელია თუ არა დაცული ტერიტორიების ტყეებში შინაური
პირუტყვის ძოვება იქ, სადაც დაშვებულია განახლებადი ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობა? - შესაძლებელია თუ არა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი
მერქნიანი სახეობის მცენარეების ნაყოფების შეგროვება ადგილობრივი
მოსახლეობის პირადი სარგებლობისათვის? - როდის შეიქმნა პირველი დაცული ტერიტორია საქართველოში?
- რა მნიშვნელობა აქვს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებას
საქართველოსათვის? - როდის შეიქმნა პირველი ნაკრძალი საქართველოში?
- როდის შეიქმნა პირველი ეროვნული პარკი საქართველოში?
- როდის შეიქმნა პირველი დაცული ტერიტორია მსოფლიოში?
- რომელ ქვეყანაში შეიქმნა პირველი ეროვნული პარკი?
- როდის შეიქმნა პირველი დაცული ტერიტორია დამოუკიდებელ
საქართველოში 1991 წლის შემდეგ? - რა ფართობი უჭირავს დაცულ ტერიტორიებს საქართველოში?
- საქართველოს რომელ რეგიონში უჭირავს ყველაზე დიდი ტერიტორია
დაცულ ტერიტორიებს ფართობის მიხედვით? - შესაძლებელია თუ არა ქ. თბილისში, ქუთაისში ან ბათუმში მცხოვრებმა
სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ ისარგებლოს სათბობი მერქნით
საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან? - შესაძლებელია თუ არა დაცული ტერიტორიებიდან იქ, სადაც დაშვებულია
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, ადგილობრივმა მოსახლეობამ
ინდივიდუალური საჭიროებისათვის ისარგებლოს სამკურნალო მცენარეებით? - შესაძლებელია თუ არა დაცულ ტერიტორიებზე იარაღით გადაადგილება?
- შესაძლებელია თუ არა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების
მიერ დაცულ ტერიტორიაზე დაშლილ მდგომარეობაში იარაღით გადაადგილება? - დაცულ ტერიტორიებზე იქ, სადაც ძოვება არის დაშვებული შეიძლება თუ არა
ცეცხლის დანთება მწყემსებისათვის? - შეიძლება თუ არა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთათვის
დაცულ
ტერიტორიაზე გადაადგილება? - შესაძლებელია თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სპეციალური
გადასახადის (მოსაკრებლის) გარეშე საქონლის ძოვება დაცული
ტერიტორიების
იმ ნაწილში, სადაც დაშვებული ძოვება? - შესაძლებელია თუ არა ხვნა-თესვა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაცულ
ტერიტორიებზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მოყვანის მიზნით? - შესაძლებელია თუ არა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, აღდგენითი
ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“
შეტანილი მერქნიანი სახეობების გამრავლებისათვის ხვნა-თესვა?
1. საქართველოს რომელ დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება ნადირობა?
ნადირობა - სამონადირეო დანიშნულების ნადირ-ფრინველზე დაშვებულია: აღკვეთილის კატეგორიის დაცული ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და მართვისათვის გაცემულია სპეციალური ლიცენზია.
სამონადირეო მეურნეობები მოწყობილია: ყორუღის, იორის, ჭაჭუნისა და გარდაბნის აღკვეთილების ტერიტორიებზე. აღნიშნულ ტერიტორიებზე ნადირობა დაშვებულია სამონადირეო მეურნეობის მართვის ორგანოების ნებართვის საფუძველზე.
2. საქართველოს რომელ დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება თევზაობა?
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ დაცულ ტერიტორიებზე, სპორტული და სამოყვარულო თევზაობა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესისა და პირობების ფარგლებში, დაშვებულია მხოლოდ: კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში, გარდაბნის აღკვეთილში, კოლხეთის ეროვნულ პარკში, ჭაჭუნის აღკვეთილში, ყორუღის აღკვეთილში, ივრის აღკვეთილში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში და ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე.
აკრძალულია: „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების თევზჭერა ყველა კატეგორიის დაცულ ტერიტორიებზე, მათ შორის ზემოთ ჩამოთვლილში.
3. საქართველოს რომელ დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება დინამიტით თევზაობა?
დინამიტით, ელექტროშოკური აპარატით, მომწამვლელი ნივთიერებებით, მდინარის შრეტით და სხვა აკრძალული საშუალებებით თევზაობა დაცულ ტერიტორიებზე იკრძალება. აღნიშნული ხერხებით თევზაობა საქართველოს ტერიტორიაზე ისჯება კანონით.
თევზის იმ სახეობებზე თევზაობა, რომლებიც შეტანილი არ არის „წითელ ნუსხაში“ დაშვებულია სპინინგით, ანკესითა და სასროლი ბადით. აღნიშნული სპორტულ-სამოყვარულო თევზსაჭერი საშუალებების ზომა და ფორმა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ასევე განსაზღვრულია მოპოვების ვადები.
4. დაცული ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც დაშვებულია ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი სარგებლობის მიზნით, რა
რაოდენობის ხილ-კენკრისა და სოკოს შეგროვება არის დაშვებული?
ხილ-კენკრისა და სოკოს შეგროვება პირადი სარგებლობის მიზნით, დაშვებულია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული დაცული ლანდშაფტის, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა და აღკვეთილის კატეგორიის დაცულ ტერიტორიებზე. პირადი სარგებლობის მიზნით კონკრეტული რაოდენობა არ არის განსაზღვრული. აქ იგულისხმება ხილ-კენკრის (ველური ხილის) და სოკოს ის რაოდენობა, რაც მათ მისცემთ საშუალებას პირველ რიგში საკვების სახით დაიკმაყოფილონ მოთხოვნები.
მთავარია, დაცულ ტერიტორიებზე ველური ხილისა და სოკოს შეგროვების დროს, ადგილობრივმა მოსახლეობამ გაითვალისწინოს გარემოს დაცვის მთავარი პრინციპი - მდგრადი სარგებლობის სახით. ველური ხილი უნდა მოიპოვონ ისე, რომ არ დააზიანონ ხემცენარეები; ხილ-კენკრის მოპოვების დროს ხეებზე და ბუჩქებზე დატოვონ მათი გარკვეული რაოდენობა, რათა ნადირ - ფრინველს მიეცეს გამოკვების საშუალება. ხოლო ხილ-კენკროვან მცენარეებს ბუნებრივი გამრავლების (განახლების საშუალება).
5. შესაძლებელია თუ არა დაცულ ტერიტორიებზე სათბობი შეშის შეგროვება?
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული დაცული ლანდშაფტის, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა და აღკვეთილის კატეგორიის დაცულ ტერიტორიებზე დაშვებულია ხე-ტყით სარგებლობა, მხოლოდ პირადი სარგებლობის მიზნით, სოციალური მოთხოვნილებიდან გამომდინარე. დაუშვებელია, დაცულ ტერიტორიებზე მოპოვებული მერქნითი რესურსების რეალიზაცია. დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ საშეშე მერქნით ტერიტორიაზე ყოფნისას. ცეცხლის დანთება შესაძლებელია საპიკნიკე ადგილებში და ტურისტულ თავშესაფრებში: გათბობისა და საკვების მომზადების მიზნით.
6. შესაძლებელია თუ არა დაცული ტერიტორიების ტყეებში შინაური პირუტყვის ძოვება იქ, სადაც დაშვებულია განახლებადი ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობა?
დაცული ტერიტორიების ტყეებში იკრძალება შინაური პირუტყვის ძოვება. ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი პირუტყვისათვის ძოვება დაშვებულია: მხოლოდ ტყით დაუფარავ ფართობებში, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. შესაძლებელია თუ არა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი
სახეობის მცენარეების ნაყოფების შეგროვება ადგილობრივი მოსახლეობის პირადი
სარგებლობისათვის?
ადგილობრივი მოსახლეობის პირადი სარგებლობის მიზნით, შესაძლებელია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი სახეობის მცენარეების ნაყოფების შეგროვება, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული დაცული ლანდშაფტის, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა და აღკვეთილის კატეგორიის დაცულ ტერიტორიებზე. მაგალითად: შესაძლებელია შეგროვდეს წაბლის ხის, ჯონჯოლის, ხურმისა და სხვა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი სახეობის მცენარეების ნაყოფები.
8. როდის შეიქმნა პირველი დაცული ტერიტორია საქართველოში?
საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია შეიქმნა 1896 წელს, აჯამეთის ნაკრძალის სახით. აღნიშნული ნაკრძალი იყო მიზნობრივი დანიშნულების ნაკრძალი, რომლის შექმნის მიზანი იყო კოლხეთის დაბლობის, იმერეთის დაბლობის მუხის ტყეების დაცვა ადგილობრივი მოსახლეობისაგან. აღნიშნულ ტყეებში მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ხეების მოჭრა იყო დაგეგმილი, მეღვინეობის განვითარებისათვის. მიუხედავად აღნიშნულისა, აჯამეთის ნაკრძალის შექმნას პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც აღნიშნულ წლებში, სოციალური სიდუხჭირის პირობებში, კაპიტალიზმის სტიქიური განვითარების ფონზე, იმერეთის დაბლობის ტყეები გადარჩენილი იქნა მასობრივი ტოტალური ჭრებისგან.
9. რა მნიშვნელობა აქვს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებას
საქართველოსათვის?
საქართველოს ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნების, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის, საქართველოს მოსახლეობისათვის კომფორტული გარემოს უზრუნველყოფისა და ტურიზმის განვითარების მყარ გარანტს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარება და ტერიტორიალური გაფართოება წარმოადგენს.
10. როდის შეიქმნა პირველი ნაკრძალი საქართველოში?
1912 წელს შეიქმნა საქართველოში პირველი კომპლექსური მნიშვნელობის ლაგოდეხის ნაკრძალი, სადაც აიკრძალა საქონლის ძოვება, ტყის ჭრა და ნადირობა.
11. როდის შეიქმნა პირველი ეროვნული პარკი საქართველოში?
საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1973 წლის 24 დეკემბრის №1245 დადგენილების საფუძველზე (მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკის შექმნის 100 წლისთავთან დაკავშირებით), საქართველოში შეიქმნა პირველი - საგურამოს ეროვნული პარკი. 1979 წლის 22 მაისის №372 დადგენილებით, საგურამოს ეროვნულ პარკს შეეცვალა სახელი და ეწოდა თბილისის ეროვნული პარკი.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკი ჩამოყალიბდა 1995 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სახით.
12. როდის შეიქმნა პირველი დაცული ტერიტორია მსოფლიოში?
ინდოეთის მეფე აშოკამ ჩვ.წ.აღ-მდე 252 წელს, გამოსცა კანონი: ცხოველების, თევზებისა და ტყეების დაცვის შესახებ. ეს ითვლება ყველაზე ძველ დოკუმენტად დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ.
ევროპაში ბუნების პირველ დამცველად და მსოფლიოში დაცული ტერიტორიის პირველ შემქმნელად ითვლება რომის იმპერატორი არიანე, რომელიც ბატონობდა ჩვ.წ.აღ-მდე 117-138 წლებში. რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში თავისი ერთ-ერთი მოგზაურობისას, იგი იმდენად აღაშფოთა გაჩეხილმა კედრის ტყეებმა ლიბანში, რომ ბრძანა ასი ქვის ლოდზე გაეკეთებინათ ამოტვიფრული წარწერა გადარჩენილი კედრის ტყის იმპერიის დაცვის ქვეშ გამოცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ქვები განლაგებული იქნა ლიბანის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული ლიბანის კედრის ტყეების დასაცავად.
13. რომელ ქვეყანაში შეიქმნა პირველი ეროვნული პარკი?
პირველი ეროვნული პარკი შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც პრეზიდენტმა გრანტმა ამერიკელი ხალხისა და მომავალი თაობების კეთილდღეობისა და აღმშენებლობის მიზნით, ამერიკის კონგრესის თანხმობის შემდეგ, 1872 წლის 1 მარტს ხელი მოაწერა კანონს: იელოუსტონის ეროვნულ პარკის (Yellowstone National Park) შექმნის შესახებ.
14. როდის შეიქმნა პირველი დაცული ტერიტორია დამოუკიდებელ საქართველოში
1991 წლის შემდეგ?
1991 წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 28 ივლისის № 447 დადგენილების საფუძველზე, დაარსდა საქართველოში პირველი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ნეძვის, თეთრობისა და ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილები.
15. რა ფართობი უჭირავს დაცულ ტერიტორიებს საქართველოში?
ამჟამად, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი შეადგენს 798 287 ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ია.
16. საქართველოს რომელ რეგიონში უჭირავს ყველაზე დიდი ტერიტორია დაცულ
ტერიტორიებს ფართობის მიხედვით?
საქართველოს რეგიონებში, ყველაზე მეტი დაცული ტერიტორია ფართობის მიხედვით წარმოდგენილია: კახეთის რეგიონში, სადაც დაცულ ტერიტორიებს მთლიანი რეგიონის ტერიტორიის 17,1% უჭირავს. შემდეგ მოდის სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც დაცულ ტერიტორიებს რეგიონის 14,3% უჭირავს, აჭარაში დაცულ ტერიტორიებს უჭირავს ტერიტორიის 13,6%, აფხაზეთში - 7%, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 4,7% (აქ დაცული ტერიტორიები მხოლოდ კოლხეთის დაბლობზე არის წარმოდგენილი. სამეგრელოს მთიან ნაწილში და ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიები არ არის შექმნილი), გურიაში - 4,7% (გურიაში დაცული ტერიტორიები მხოლოდ კოლხეთის დაბლობის ნაწილშია წარმოდგენილი), იმერეთში - 4,2%, მცხეთა-მთიანეთში - 4,2%, ქვემო ქართლში - 2,2% და შიდა ქართლში - 1,3% (აღნიშნულ ტერიტორიებში წარმოდგენილია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი). რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიები არ არის შექმნილი, შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორიის 0% მოიცავს.
17. შესაძლებელია თუ არა ქ. თბილისში, ქუთაისში ან ბათუმში მცხოვრებმა
სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ ისარგებლოს სათბობი მერქნით
საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან?
ქ. თბილისში, ქუთაისში ან ბათუმში მცხოვრები მოსახლეობისათვის დაცული ტერიტორიებიდან შეშით სარგებლობა დაშვებული არ არის. შეშით სარგებლობა მხოლოდ დაშვებულია დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
18. შესაძლებელია თუ არა დაცული ტერიტორიებიდან იქ, სადაც დაშვებულია ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ისარგებლოს სამკურნალო
მცენარეებით ინდივიდუალური საჭიროებისათვის?
იქ, სადაც დაშვებულია ბუნებრივი რესურსების სარგებლობა ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიძლება ინდივიდუალური საჭიროებისათვის ისარგებლოს სამკურნალო მცენარეებით.
19. შესაძლებელია თუ არა დაცულ ტერიტორიებზე იარაღით გადაადგილება?
ცეცხლსასროლი იარაღით (მათ შორის გლუვლულიანი თოფით) გადაადგილება დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული არ არის.
20. შესაძლებელია თუ არა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ დაცულ
ტერიტორიაზე დაშლილ მდგომარეობაში იარაღით გადაადგილება?
დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან შეთანხმებითა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის ფარგლებში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ დაცულ ტერიტორიაზე გადაადგილება შეიძლება, როგორც დაშლილი ასევე საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი ცეცხლსასროლი იარაღით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
21. დაცულ ტერიტორიებზე იქ, სადაც ძოვება არის დაშვებული შეიძლება თუ არა ცეცხლის
დანთება მწყემსებისათვის?
ცეცხლის დანთება შესაძლებელია მხოლოდ მწყემსის ბინებში და სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, სახანძრო უსაფრთხოების დაცვით.
22. შეიძლება თუ არა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთათვის
დაცულ ტერიტორიაზე გადაადგილება?
სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ დაცულ ტერიტორიაზე გადაადგილება დაშვებულია.
23. შესაძლებელია თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სპეციალური გადასახადის
(მოსაკრებლის) გარეშე საქონლის ძოვება დაცული ტერიტორიების იმ ნაწილში,
სადაც დაშვებულია ძოვება?
მიმდინარე ეტაპზე დაშვებულია. სამომავლოდ შესაძლოა განისაზღვროს ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი.
24. შესაძლებელია თუ არა ხვნა-თესვა ადგილობრივი მოსახლოების მიერ დაცულ ტერიტორიებზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მოყვანის მიზნით?
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ხვნა-თესვა სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მოყვანის მიზნით დაშვებული არ არის. გამონაკლისს წარმოადგენს კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია.
25. შესაძლებელია თუ არა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, აღდგენითი
ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი
მერქნიანი სახეობების გამრავლებისათვის ხვნა-თესვა?
შესაბამისი კატეგორიის დაცულ ტერიტორიებში, იქ, სადაც დაშვებულია აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი სახეობების აღდგენა-გაშენება შესაძლებელია ბუნებრივი განახლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის ხვნა-თესვა.