სახელმწიფო ნაკრძალი
საქართველოში არის 14 სახელმწიფო ნაკრძალი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 139,048 ათას ჰა-ს. პირველი ნაკრძალი დაარსდა 1912 წელს ლაგოდეხის რაიონში. ასეთი კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო და არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით.
სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება დაარსდეს ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიური და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით. სახელმწიფო ნაკრძალისათვის უნდა შეირჩეს ისეთი სიდიდისა და მდგომარეობის სახელმწიფო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბუნების ობიექტებისა და პროცესების შენარჩუნებას სპეციალური მოვლისა და აღდგენის გარეშე.
სახელმწიფო ნაკრძალები:
- ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი
- ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი
- ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი
- ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი
- ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
- თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი
- კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი
- ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი
- ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი
- სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი
- მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალი
- რიწის სახელმწიფო ნაკრძალი
- ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი
- ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი