ბედლენდის ეროვნული პარკი, აშშ - ვაშლოვანის ეროვნული პარკი

 

ბედლენდის ეროვნული პარკის ნიადაგი ფორმირებულია წყლისა და ქარის ზემოქმედებით გამოწვეული მრავალი მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებისგან. ნახევარი მილიონი წლის წინ მიმდინარე ეროზიული პროცესების შედეგად საბოლოოდ ჩამოყალიბდა „Bad Lands” - ე.წ „ცუდი მიწები“.

ტემპერატურა ზაფხულის თვეებში 1000C აღწევს, ზამთარში კი - 180C-მდე ეცემა. ტემპერატურა ცვალებადია მთელი დღის განმავლობაში, რის გამოც მზიანი ამინდი მოულოდნელად შესაძლოა ჭექა-ქუხილმა და ქარბუქმა შეცვალოს.

ბედლენდის ეროვნული პარკი 99 000 ჰა-ზეა გადაჭიმული და ამერიკის  შერეულ ბალახთა პრერიების უდიდეს დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. ეროვნული პარკში ბინადრობს მრავალი სახეობის ცხოველი და მცენარე, მათ შორისაა 200 სახეობის ფრინველი, ირემი, სწრაფი მელა, დიდ რქიანი ცხვარი, ბიზონი. სხვა ძუძუმწოვრებიდან პარკის ტერიტორიაზე ვხვდებით ღამურას, კურდღელსა და კოიოტს. პარკის ტერიტორიაზე საკმაოდ ხშირად შეხვდებით ანტილოპასა და ირემს, განსაკუთრებით კი საპიკნიკე ადგილების სიახლოვეს. რეპტილიებიდან და ამფიბიებიდან წარმოდგენილია ბაყაყი, გომბეშო და გველი.

ბედლენდის ეროვნული პარკი მდიდარია უძველესი ნამარხებით, ამიტომ  პალეონტოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველ და საინტერესო ადგილად ითვლება.

ინფორმაცია ბედლენდის ეროვნულ პარკზე შეგიძლიათ მიიღოთ ვებ გვერდიდან: www.nps.gov/badl

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com