11 დაცული ტერიტორიის იუბილე “დედამიწის დღესთან” დაკავშირებით
საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ “დედამიწის დღესთან” დაკავშირებით, 11 დაცული ტერიტორიის დაარსებიდან 12 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით გაიმართა.
2003 წლის 22 აპრილს პარლამენტის მიერ ძალაში შევიდა საქართველოს კანონი -„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც მოიცავს საქართველოს 8 ახალი დაცული ტერიტორიის შექმნასა და 3 არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოებას.
შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ნათია კობახიძემ მოწვეულ სტუმრებს, დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებისთვის 2003 წლის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ესაუბრა და საქართველოს დაცულ ტერიიტორიებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.