11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება

11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღის ფარგლებში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. ყაზბეგის და მაჭახელას ეროვნულ პარკებში, ასევე, სათაფლიასა და ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ადგილობრივი სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით მოეწყო ეკოტურები, დაირგო ხეები და გაიმართა ეკოსაგანმანათლებლო ლექცია-სემინარები.
მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვის და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნატალია სულთანიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაში.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მრავალი წელია მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ამ პარტნიორობის საფუძველზე ხორციელდება არაერთიმ ნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებით გამოკვეთს დაცული ტერიტორიების და საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას.
მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. მთების მნიშვნელობისადმი მზარდმა ინტერესმა განაპირობა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2002 წელი გამოცხადდა მთის საერთაშორისო წლად, ხოლო 11 დეკემბერი ოფიციალურად აღიარებულ იქნა მთის საერთაშორისო დღედ