2 თებერვალი მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღეა

2 თებერვალი მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღეა
2 თებერვალი მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიე-
ბის დაცვის დღეა. მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციას 1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში მოეწერა ხელი. კონვენცია უზრუნველყოფს წყალჭარბი ტერიტორიე-
ბის შენარჩუნებას და წყლის ფრინველების არსებობისათვის აუცილებელ საბინადრო ადგილების დაცვას მთელს მსოფლიოში. რამსარის კონვენციის წევრი უკვე 160 ქვეყანაა, ხოლო კონვენციის საერთაშორისო ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეტანილია 1912 ტერიტორია საერთო ფართობით 187 მილიონ ჰექტრამდე.
საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს მიუერთდა. 1997 წლიდან ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს და კოლხეთის ეროვნულ პარკს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე რატი ჯაფარიძე უძღვებოდა. ლექციაზე სააგენტოს თავმჯდომარემ დაცული ტერიტორიების არსსა და ფუნქციებზე ისაუბრა; მან ასევე ყურადღება გაამახვილა ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობაზე ეკოსისტემების სრულყოფილი ფუნქციონირებისა და ბიომრავალფეროვ-
ნების შენარჩუნების თვალსაზრისით. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და დამსწრე სტუდენტებსა და მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე. მსგავსი სახის ლექციები ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კულტურის ამაღლებას ახალგაზრდებს შორის.