2015 წლის 13 ივნისს, ძლიერმა წვიმამ გამოიწვია მდინარე ვერეს და მტკვრის ადიდება, რასაც მოჰყვა წყალდიდობა და ღვარცოფი.
2015 წლის 13 ივნისს, ძლიერმა წვიმამ გამოიწვია მდინარე ვერეს და მტკვრის ადიდება, რასაც მოჰყვა წყალდიდობა და ღვარცოფი. სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ქალაქი თბილისი და მისი შემოგარენი. თბილისის ეროვნული პარკისა და ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერები დაცული ტერიტორიების სააგენტოს სხვა თანამშრომლებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული სამაშველო-გაწმენდით სამუშაოებში. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ქველმოქმედების გასაწევად სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო საკუთარი სახსრების დაფინანსებიდან რიცხავს 5000 ლარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. სააგენტო მზად არის დაზარალებულთა თანადგომისთვის და გააგრძელებს მათ დახმარებას საჭიროებისამებრ მომავალშიც.