2023 წლის 22 მაისს, 11:00 სთ-ზე, სასტუმროში Pullman Tbilisi Axis Towers, ჭავჭავაძის გამზირი N37. თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

2023 წლის 22 მაისს, 11:00 სთ-ზე, სასტუმროში Pullman Tbilisi Axis Towers, ჭავჭავაძის გამზირი N37. თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება
თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტის შემუშავება-განახლება განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ, ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, მმართველობის რეფორმის ფონდის(GRF) პროექტის ფარგლებში.
მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნებისა და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის N110 ბრძანებით დამტკიცებული “დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ” დებულების შესაბამისად. მენეჯმენტის გეგმის მიზანია თბილისის ეროვნული პარკისთვის გრძელვადიანი მიზნების დასახვა და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა.
დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული შენიშვნები და რეკომენდაციები კანონის შესაბამისად გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.
თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტის ჩამოსატვირთად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://eiec.gov.ge/Ge/Announcements/3062

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com