31 ივლისი - რეინჯერთა საერთაშორისო დღე

31 ივლისი - რეინჯერთა საერთაშორისო დღე

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული. ეს თარიღი ეძღვნება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ, თუ გარდაცვლილ რეინჯერთა  ხსოვნას და აღნიშნავს მათ უანგარო შრომას, რომელსაც ისინი  ეწევიან მსოფლიოს ბუნებრივი და კულტურული ფასეულობების დასაცავად.

2011 წელს, ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე  გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის მცდელობის დროს რეინჯერი - დურსუნ სურმანიძე გარდაიცვალა.

2012 წელს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში,  სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას,  ბრაკონიერთა ჯგუფის უმოწყალო მსხვერპლი გახდა რეინჯერი მერაბ არევაძე.

დაცული ტერიტორიების სააგენტო პატივს მიაგებს მათ ხსოვნას და იმედოვნებს, რომ რეინჯერთა ღვაწლი დაცული ტერიტორიების დაცვისა და განვითარების საქმეში საზოგადოების მხრიდან ყოველთვის სათანადოდ აღიარებული და დაფასებული იქნება