აღმოაჩინე და შეიყვარე დაცული ტერიტორიები

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში პროექტის „აღმოაჩინე და შეიყვარე დაცული ტერიტორიები“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ვიზიტორთა ცენტრის საკონფერენციო დარბაზში პროექტის ფარგლებში, მონაწილეების მიერ დაწერილი ესეების განხილვა გაიმართა.
ესეები თემაზე „რას განვავითარებდი დაცულ ტერიტორიებზე“ მომზადდა. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ და ბუნების შემეცნებით ბილიკზე ეკო-ტურში მიიღეს მონაწილეობა. პროექტი 1 თვის მანძილზე გრძელდებოდა. მასში მონაწილეობა 30-მდე სტუდენტმა მიიღო. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა შემდეგ თემებზე წაუკითხეს: საქართველოს დაცული ტერიტორიები; ტყე და დაცული ტერიტორიები; ბიომრავალფეროვნება დაცულ ტერიტორიებზე. პროექტი „აღმოაჩინე და შეიყვარე დაცული ტერიტორიები“, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლობით, ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
პროექტი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), , ფონდი ALPE-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით განხორციელდა.