ალექსანდრა მატკავა UNESCO-ს პროექტის ფარგლებში დასაქმებული მოხალისეა, რომელიც თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

ალექსანდრა მატკავა UNESCO-ს პროექტის ფარგლებში დასაქმებული მოხალისეა, რომელიც თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:
 „2016 წლიდან ვთანამშრომლობ კოლხეთის ეროვნულ პარკთან, მოხალისეობრივ და ეკო-საგანმანათლებლო პროექტებში. წლების განმავლობაში, თავად ვხედავდი როგორ მიმდინარეობდა თავდაუზოგავი მუშაობა UNESCO-ს სტატუსის მოსაპოვებლად.
 პროექტის განმავლობაში ჩემ მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიებისთვის მომემზადებინა ეკოსაგანმანათლებლოაქტივობები, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ შესახებ, ჩართული ვიყავი ინტერპრეტაციასა და ვიზიტორთა მომსახურებაში.
 პროექტმა ნამდვილად წაუშლელი კვალი დატოვა ჩემს გამოცდილებაში. ძალინ ბევრი ახალი ცოდნა შევიძინე. ბუნებრივი რესურსების სპეციალისტებთან გატარებული დროით ჩემ მომავალ პროფესიასთან დაკავშირებული ცოდნა კიდევ უფრო გავიღრმავე და კიდევ უფრო შემიყვარდა ის რასაც ამჟამად ვსაქმიანობ“.