ალგეთის ეროვნულ პარკში ეკო-ბანაკი მოეწყო

25-27 ივლისს ალგეთის ეროვნულ პარკში ეკო- ბანაკი მოეწყო. ბანაკში მონაწილეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, ქობულეთისა და მანგლისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-10 და მე-11 კლასელების მოსწავლეებმა მიიღეს. პირველ დღეს, ბანაკის მონაწილეებს საველე პირობებში პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. მოსწავლეეებმა ინფორმაცია მიიღეს ფოტომახეების დაყენების და ცხოველთა მონიტორინგის შესახებაც. პროექტის ფარგლებში შემეცნებითი ლექცია-სემინარი გაიმართა. სემინარის მთავარი თემა ტყის უკონტროლო ჭრა და მისი უარყოფითი შედეგები იყო. ბანაკში ნახატების კონკურსიც გაიმართა. მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ნამუშევრები შექმნეს და დასუფთავების აქციაც მოაწყვეს.
ეკო-ბანაკი ალგეთის ეროვნული პარკის ორგანიზებით და პარკის მეგობართა ასოციაციის დაფინანსებით გაიმართა.