ახალი სერვისი მტირალას ეროვნულ პარკში

ახალი სერვისი მტირალას ეროვნულ პარკში

2013 წლის 2 აგვისტოდან მტირალას ეროვნულ პარკის ადმინისტრაციაში ახალი სერვისი - ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ) ამოქმედდა.  ვიზიტორთა მომსახურების საფასურის გადახდის ეს ფორმა, მოქნილი და კომფორტულია როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე  ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვისაც, რადგან 2013 წლის აგვისტომდე  სალარო აპარატი მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული, რომელიც ვიზიტორთა ცენტრიდან 14 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. აქამდე ადმინისტრაციული შენობიდან მოლარის ტრანსპორტირება დამატებით ხარჯს წარმოადგენდა (!).

ჩგდ-ს დანერგვის შემდეგ ვიზიტორთა ცენტრში სტუმარს მომენტალურად შეუძლია მომსახურების საფასურის გადახდა. ახალი სერვისის ამოქმედებიდან ამ დრომდე ადმინისტრაციის შემოსავალმა 512 ლარი შეადგინა და ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება წინა წლის შემოსავალს (390 ლარი). ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ამ ზაფხულში უკიდურესად წვიმიანი სეზონი იყო, რამაც უარყოფითად იმოქმედა ვიზიტორთა ოდენობაზე.

დაგეგმილია მსგავსი პრაქტიკის დანერგვა კიდევ რამდენიმე ტერიტორიულ ადმინისტრაციაში, სადაც სალარო აპარატით სარგებლობა პრობლემას წარმოადგენს და ჩგდ-ს გამოყენება პრაქტიკული აუცილებლობაა.