ბაქოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

9-10 მარტს ბაქოში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც კავკასიაში ქურციკის რეინტროდუქციის საკითხებს ეძღვნებოდა.

შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ კვანტალიანი და დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ხათუნა წიკლაური ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოხდა აზერბაიჯანიდან საქართველოში ქურციკის რეინტროდუქციის შედეგების განხილვა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების დაგეგმვა. 

პროგრამის მიმდინარეობა წარმატებულად შეფასდა. პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება. 2017-2020 წლებში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დახმარებით მოხდება სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამატებითი ჯეირნების რეინტროდუქცია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებით ჯეირნების რეინტროდუქცია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 2013 წლიდან ხორციელდება. 

ამ დრომდე საქართველოში 38 ჯეირანია შემოყვანილი, 2015 წელს დაიბადნენ ლიკლიკებიც. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე IUCN-ის ანტილოპების სპეციალისტთა ჯგუფი.