ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
2014 წლის 4 ივნისს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს “SOS ბავშვთა სოფლისა” და ქ. თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა “შოვის“ მოსწავლეები ეწვივნენ. ვიზიტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ღონისძიების ინიციატორი შოვის ბავშვთა სკოლა და დაცული ტერიტორიების სააგენტო გახლდათ, ხოლო მხარდამჭერი - ნავთობკომპანია „ Gulf Georgia“.
ვიზიტის ფარგლებში ბავშვები ესტუმრნენ დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას და ვიზიტორთა ცენტრს, ჩაუტარდათ სემინარი გარემოსდაცვით თემაზე და ასევე გაიარეს ეკო-შემეცნებითი ბილიკი.