ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე ახალი ეკოსაგანმანათლებლო ბილიკი გაიხსნა

ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე ახალი ეკოსაგანმანათლებლო ბილიკი გაიხსნა. ახლადმოწყობილი ბილიკი, თანმდევი ინფრასტრუქტურით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების დირექტორმა, გიორგი სიმონიშვილმა დაათვალიერეს.

18 კმ სიგრძის წრიული ბილიკი, საინფორმაციო დაფების საშუალებით, ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიასა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას გაეცნონ. ბილიკი კეთილმოწყობილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის მოწყობილია სარეინჯერო კოტეჯი.

ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე მოწყობილი ეკოსაგანმანათლებლო ბილიკი სახელმწიფო ბიუჯეტის მიერაა დაფინანსებული. პროექტის ღირებულებამ 704 000 ლარი შეადგინა.
ℹ️ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ახალი ეკოსაგანმანათლებლო ბილიკი ვიზიტორებისთვის უკვე ღიაა.

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com