ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროგრამის განხილვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემას კავკასიის ბუნების ფონდის შერჩეულ დაცულ ტერიტორიებზე 2016-2018 წლების ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროგრამის განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრაზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაძლიერების გზები და რეკომენდაციები განიხილეს. კავკასიის ბუნების ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრეებს დაცულ ტერიტორიებზე ჩატარებული ორი კვლევის ანგარიში წარუდგინეს, ისაუბრეს ბიომრავალფეროვნების ხარისხის, საფრთხეებისა და კონსერვაციის ზომებს შორის ურთიერთკავშირსა და დაცული ტერიტორიების ეფექტური მენეჯმენტის ინდიკატორებზე. შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები, კავკასიის ბუნების ფონდისა და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.