ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმისტრაციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმისტრაციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
2013 წლის 5 აგვისტოს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის დროს განიხილეს ბორჯომ-ხარაგაულის პარკთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ეკოტურიზმი და რეგიონის ჩართულობა ტურიზმის განვითარებაში, გარემოს დანაგვიანება, ცნობიერების ამაღლება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, პარკის საზღვრების გასწვრივ მიწათსარგებლობასთან და მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული კონფლიქტები.
საკონსულტაციო საბჭოს ეს შეხვედრა პირველია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, ხოლო მეორე საქართველოს მასშტაბით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის საკონსულტაციო შეკრების შემდეგ. დაგეგმილია, რომ მსგავსმა შეკრებებმა მიიღოს რეგულარული ხასიათი (სავარაუდოდ 4 თვეში ერთხელ), რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების გამოვლენასა და საპრევენციო ღონისძიებების შემუშავებას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში აპრობირებულ საერთაშორისო სტანდარტებზეა დაფუძნებული და მისი დანერგვა საზოგადოების უფრო მეტ ჩართულობას უწყობს ხელს.