ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში წიგნის კუთხე გაიხსნება
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში წიგნის კუთხე გაიხსნება. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ წაიკითხონ წიგნები როგორ ქართულ ასევე ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.
უახლოეს მომავალში მსგავსი კუთხეების გახსნა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებსა და მტირალას ეროვნულ პარკშიც იგეგმება.