ჩეხი ექსპერტების ვიზიტი იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე
პროექტის ფარგლებში „მღვიმეების მონიტორინგისა და სპელეოთერაპიის განვითარება იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე“, საქართველოს ჩეხი სპელეოლოგთა ჯგუფი სტუმრობს. აღნიშნული პროექტი ჩეხეთის მღვიმეების ასოციაციის მხარდაჭერითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
მღვიმეთა მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა კვლევითი აპარატურით მღვიმეების აღჭურვა. საწურბლიას, პრომეთეს, სათაფლიას და დათვის მღვიმეებში დამონტაჟდა ტენიანობის და ტემპერატურის საზომი მოწყობილობა. ამავდროულად, ადმინისტრაცია აღიჭურვა მღვიმის მიკროკლიმატის შემადგენლობის შემსწავლელი მოწყობილობით. ექპერტების სამუშაო ვიზიტი 4 ივლისამდე გასტანს.