ცოტნე ხარებავა UNESCO-ს პროექტის მონაწილეა

ცოტნე ხარებავა UNESCO-ს პროექტის მონაწილეა:
„პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე იმიტომ, რომ უფრო სიღრმისეული ინფორმაცია მიმეღო კოლხეთის ეროვნული პარკის, როგორც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის, მისი ბიომრავალფეროვნების შესახებ.
ჩემი საქმიანობა, სხვადასხვა საინტერესო აქტივობებთან ერთად, მოიცავდა კოლხეთის ეროვნული პარკის უბნებზე არსებული ფლორისა და ფაუნის, ძირითადად ფრინველების, დასურათებას. ჩემს ობიექტივში არაერთი მნიშვნელოვანი სახეობა დაფიქსირდა, რაც ჩემთვისაც ძალიანსაინტერესო აღმოჩნდა.
შევქმენი ფოთის ტურისტული ვებ-გვერდი, სადაც „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ და UNESCO-ს შესახებ განვათავსე ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას მომავალში სხვებსაც გავუზიარებ.