დაცული ტერიტორიების ფოტო გამოფენა ქ. ჟენევის გაეროს ოფისში

დაცული ტერიტორიების ფოტო გამოფენა ქ. ჟენევის გაეროს ოფისში 

2013 წლის 6 ნოემბერს, ქ. ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა. გამოფენის ინიციატორები დაცული ტერიტორიების სააგენტო და ქ. ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა არიან. ღონისძიების მიზანია საქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობის ამაღლება და მათი პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე.

ღონისძიების გახსნაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიცრის ბ-ნ კლემენს ადამსისა და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ბ-ნ შალვა ცისკარიშვილის პარალელურად, სიტყვით დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი რატი ჯაფარიძეც წარსდგა. მან საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ბიო მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ეროვნულ პარკებში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკო ტურიზმის განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

აღნიშნული ფოტოგამოფენა 2 კვირას გასტანს და იგი გაეროს ჟენევის ოფისის ძველი და ახალი შენობების დამაკავშირებელ გადახურულ ხიდზე იქნება წარმოდგენილი. იქ მოხვედრილ ვიზიტორს საშუალება ექნება გაეცნოს და ინფორმაცია მიიღოს საქართველოში არსებული ბუნებრივი მემკვიდრეობის, ბუნების ძეგლების, ლანდშაფტებისა და ბიო მრავალფეროვნების შესახებ.