დაცული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო ვერსია განიხილეს

დაცული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო ვერსია დაინტერესებულმა მხარეებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


საქართველოს დაცული ტერიტორიების ახალი კონცეფცია, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში შემუშავდება, არსებულ სფეროში ქვეყნის პოლიტიკის ძირითადი მიზნებისა და ხედვების განმსაზღვრელი დოკუმენტი იქნება. შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებული მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს, რომელიც საბოლოო დოკუმენტში იქნება გათვალისწინებული.


აღსანიშნავია, რომ პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მიზნად ისახავს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ასევე სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. პროექტის საერთო ბიუჯეტი 56 500 000 შვედურ კრონას შეადგენს. პროექტის განხორციელების პერიოდად განსაზღვრულია 2021-2024 წლები.

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com