დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა კავკასიაში - საქართველო

ყაზბეგის ეროვნულ პარკში პროგრამის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა კავკასიაში - საქართველო“ ფარგლებში, სოციალური პროექტების შედგენაში კონკურსი გაიმართა. კონკურსში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების თემის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეებმა სოფლის განვითარებისთვის დაგეგმილი პროექტები წარმოადგინეს. რეგიონალურმა მრჩეველთა საბჭომ 20 გამარჯვებული სოციალური პროექტი გამოავლინა. გამარჯვებულებს პროექტების განსახორციელებლად შესაბამისი თანხები გადაეცათ, ჯამში 205 000 ლარის ოდენობით. კონკურსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით და ყაზბეგის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტს საკონსულტაციო ჯგუფი „GFA“ ახორციელებს.