დაცული ტერიტორიების სააგენტო აზერბაიჯანში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა AITF 2015 -ში მონაწილეობს

აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში 2-4 აპრილის ჩათვლით საერთაშორისო ტურისტული გამოფენა AITF 2015 იმართება, რომელშიც დაცული ტერიტორიების სააგენტო მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, რასაც მოწმობს შესაბამისი სტატისტიკა, 2014 წლის მონაცემებით 143860 უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა საქართველოს დაცულ ტერიტორიებს.

 სააგენტო მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას  საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით.