დაცული ტერიტორიების სააგენტო და მშვიდობის კორპუსი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამერიკელი მოხალისისთვის ეძებს ოჯახს

დაცული ტერიტორიების სააგენტო და მშვიდობის კორპუსი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამერიკელი მოხალისისთვის ეძებს ოჯახს

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო და მშვიდობის კორპუსი (Peace Corps), მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ეძებს ოჯახს, რომელსაც სურვილი აქვს უმასპინძლოს ამერიკელ მოხალისეს. მოხალისეს საქართველოში ვიზიტის მიზანია დაეხმაროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკო ტურიზმის მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებაში.

მასპინძელი ოჯახის შერჩევის კრიტერიუმები:

  •   ოჯახი უნდა იყოს ღია ამერიკული კულტურული მრავალფეროვნების მიმართ (ასაკის, სქესის,  ეროვნების და კანის ფერის მიუხედავად)
  •  საცხოვრებელი არ უნდა იყოს ძალიან დაშორებული სამუშაო ადგილიდან;
  • მასპინძელი ოჯახი უზრუნველყოფს მოხალისეს ცალკე ოთახით (საკეტიანი კარით). ოთახში უნდა იყოს ელემენტარული ავეჯი: საწოლი, მაგიდა, სკამი, კარადა;
  •  ოჯახმა მოხალისე უნდა უზრუნველყოს სამჯერადი კვებით (კვების განრიგის განსაზღვრა  შესაძლებელია შეთანხმებით);
  •  მოხალისეს უნდა ჰქონდეს ძირითადი კარის/ჭიშკრის გასაღები;
  •  მოხალისემ უნდა შეძლოს მიიღოს შხაპი/აბაზანა ან გაიცხელოს წყალი პირადი ჰიგიენისათვის;
  •  მოხალისეს უნდა ჰქონდეს საშუალება გაირეცხოს ტანსაცმელი;
  •  სახლში უნდა იყოს გათბობის რაიმე საშუალება;
  •  უნდა არსებობდეს სატელეფონო კავშირი;
  •  ოჯახში, ერთი წევრი მაინც უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას საშუალო ან საწყის დონეზე;
  •  ოჯახის წევრებს უნდა სურდეთ გააცნონ ამერიკელ მოხალისეს ადგილობრივი კულტურა და ადათ–წესები;
  •   მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასპინძელ ოჯახს უხდის ყოველთვიურად 235ლარს, რის სანაცვლოდაც მასპინძელი ოჯახი უზრუნველყოფს მოხალისეს საცხოვრებელი პირობებით და ყოველდღიური კვებით;

 

პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ახლოს, ორთაჭალაში, გულუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი მასპინძელი ოჯახის პროგრამის შესახებ.

ამერიკელი მოხალისეს მასპინძლობით დაინტერესებულმა ოჯახებმა უნდა შეავსონ თანდართული ფორმა და გააგზავნონ შემდეგ მისამართებზე არაუგვიანეს 16 ივლისისა:bakur_k@apa.gov.ge, stvaradze@apa.gov.ge. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ზემოთ ხსენებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე, ან შემდეგ ნომერზე: 2 75 38 90