დაცული ტერიტორიების სააგენტომ ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურა სარგებლობაში გადასაცემად აუქციონზე გამოიტანა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურა - კაფეტერია და სასტუმროს ნომრები, სარგებლობაში გადასაცემად აუქციონზე გამოიტანა. აუქციონში მონაწილეობის საწყისი ფასი ბრუნვის 10%-ია.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულა დააზღვიოს სარგებლობაში გადაცემული ქონება სარგებლობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოს გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი წესრიგის, დასუფთავების და სახანძრო უსაფრთხოების დაცვა.
აუქციონი 16 ივნისამდე გაგრძელდება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.eauction.ge/Home/EntityView/307267