დაცული ტერიტორიების სააგენტომ პრომეთეს (წყალტუბოს) მღვიმის პირველაღმომჩენს საიუბილეო თარიღი მიულოცა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ პრომეთეს (წყალტუბოს) მღვიმის პირველაღმომჩენს საიუბილეო თარიღი მიულოცა

2013 წლის 8 აგვისტოს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს  თავმჯდომარე რატი ჯაფარიძემ, წყალტუბოს იგივე პრომეთეს მღვიმის აღმომჩენი ჯგუფის ხელმძღვანელს, ბ-ნ ჯუმბერ ჯიშკარიანს დაბადების დღის საიუბილეო თარიღი მოულოცეს და სპელეოლოგიაში გაწეული ღვაწლისათვის სამახსოვრო სიგელი გადასცეს.

წყალტუბოს მღვიმე მდებარეობს  სოფ. ყუმისთავში. მღვიმე, 1984 წლის ივნისში, თბილისის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა თამაზ  ქობულაშვილმა, ამირან ჯამრიშვილმა, კოტე ნიჟარაძემ და ვახტანგ კაპანაძემ ჯუმბერ ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს. მათ 90 სმ სიგანის  ხვრელით შეაღწიეს მღვიმეში და იმავე დღეს, 7 კარსტული  დარბაზი შეისწავლეს. დღესდღეობით კი მღვიმეში აღმოჩენილია 17 დარბაზი. იქ არსებული ბილიკის სიგრძე 1050 მეტრია, რომელიც მცირე ზომის, შთამბეჭდავი ტბით ბოლოვდება.

დაცული ტერიტორიების სააგენტო კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის მადლიერებას ბ-ნ ჯუმბერ ჯიშკარიანისადმი და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და წარმატებებს.