დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტი“ განიხილეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტი“ ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით განიხილეს.
თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის ფარგლებში შემუშავდა.
მენეჯმენტის გეგმის მიზანია თბილისის ეროვნული პარკისთვის გრძელვადიანი მიზნების დასახვა და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა. შეხვედრის მონაწილეებმა, მენეჯმენტის გეგმის პროექტთან დაკავშირებით, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომელიც საბოლოო დოკუმენტში აისახება.
მენეჯმენტის გეგმა საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნებისა და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის N110 ბრძანებით დამტკიცებული „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ” დებულების შესაბამისადაა შემუშავებული.