დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს მეორე სხდომა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს მეორე სხდომა
2013 წლის 16 სექტემბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართება. სხდომას დაესწრებიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე აკადემიური დაწესებულებების წარმომადგენლები.
შეკრებაზე დაგეგმილია შემდეგი საკითხების განხილვა:
- თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაზიანებული ფიჭვნარი ხეების კვლევის შედეგები და ამ საკითხზე მომუშავე ექსპერტთა რეკომენდაციები;
- კოლხეთის ეროვნული პარკის ფონდის ერთ-ერთი თანადამფუძნებელის - შავი ზღვის ტერმინალის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის გადანაწილება და მისი მიზნობრივი ხარჯვა;
- ოკაცის კანიონზე მიმდინარე სარემონტო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები;
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის სიახლოვეს არსებული ტერიტორიის საძოვრად გამოყენება და აღნიშნული ტერიტორიის ტრადიციული გამოყენების ზონად გადაკეთების შესაძლებლობა;
- იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების ტურისტული ინფრასტრუქტურის (კაფეტერიის) ტენდერზე გატანა;
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კერძოდ თრუსოს ხეობაში არსებული ტრავერტინების მდგომარეობა. ასევე, აღნიშნულ ხეობაში განთავსებული მინერალური წყლებისა და გაზის საბადოს ირგვლივ არსებული პრობლემები.