დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს მეორე სხდომა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს მეორე სხდომა 

2013 წლის 16 სექტემბერს  დაცული ტერიტორიების სააგენტოში რიგით მეორე საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების,  ასევე აკადემიური დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოში ამ ეტაპზე არსებული აქტუალური პრობლემები, სააგენტოს საქმიანობის ძირითადი ასპექტები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • ტერიტორიული ადმინისტრაციების ბალანსზე მყოფი სასტუმროების იჯარით გაცემის საკითხი;
  • ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის (ჩგდ) დანერგვის მეთოდურობა;
  • ჯეირნების რეინტროდუქცია და მათ ადაპტაციასთან დაკავშირებული სირთულეები, როგორიცაა ვეტერინარული მომსახურება, მათი ტრასპორტირება, უსაფრთხოება და ბუნებაში გაშვება;
  • კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სამომავლო გეგმები;
  • შპს კასარას კუთვნილი საექსპლუატაციო ჭაბურღილის ზემოქმედება თრუსოს ხეობაში არსებულ ბუნებრივ წარმონაქმნებზე, კერძოდ მინერალურ ტბასა და ტრავერტინებზე;
  • სტეფანწმინდაში, სასტუმრო „Rooms”-ის მეპატრონეთა სურვილი სათხილამურო ტრასის მშენებლობასთან დაკავშირებით;
  • მავნებელი მწერისაგან დაზიანებული თუშეთის ფიჭვნარის მდგომარეობა და მავნებლებთან ბრძოლის ხერხები.

 საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეკრება ნოემბრის თვეში არის დაგეგმილი, რომელზედაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, წინა სხდომის შედეგად განხორციელებული საქმიანობებიც განიხილება.