დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების ვიზიტი ესტონეთში

პროექტის „ეროვნული დაცული ტერიტორიების ქსელის მართვა და  ბუნების პრაქტიკული კონსერვაცია“ ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ადმინისტრაციების 6 თანამშრომელი  ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრნენ. ვიზიტის მიზანია ტყის მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარება და სამომავლო საპროექტო წინადადების განსაზღვრა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები და სემინარები ესტონეთის გარემოსდაცვით საბჭოში. დაცული ტერიტორიების თანამშრომლებმა მოისმენეს სემინარები თემაზე ტყის პათოლოგიები, ინვენტარიზაცია, სატყეო მეურნეობის შექმნა,