დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისთვის მიმდინარეობს ესტონელი ექსპერტების სემინარები

პროექტის „ეროვნული დაცული ტერიტორიების ქსელის მართვა და  ბუნების პრაქტიკული კონსერვაცია“ ფარგლებში 5-6 მაისს მიმდინარეობს სემინარები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც  დაცული ტერიტორიების სააგენტოს  ცენტრალური აპარატისა და ადმინისტრაციების წარმომადგენლები მოისმენენ 4 ესტონელი ექსპერტის ლექციას ტყის პათოლოგიების, მავნებლებისა და ტყის ინვენტარიზაციისა და მართვის შესახებ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მოხდება გასვლა და ადგილზე  დაავადებული ხეების იდენთიფიცირება და მათი მოვლის მეთოდების განსაზღვრა. ასევე ტყის ინვენტარიზაციისა და საკაფი ტყის გამოყოფის პრაქტიკული ჩვენება.

მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისა და ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს ტყეში ფიტო-პათოლოგიური გამოკვლევების ხარისხის  და ტყის საქმიანობის გაუმჯობესებაში.

პროექტს აფინანსებს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.