დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს კონფლიქტებზე რეაგირებისა და მათი მართვის საკითხებზე ტრენინგები უტარდებათ
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს კონფლიქტებზე რეაგირებისა და მათი მართვის საკითხებზე ტრენინგები უტარდებათ.
დაცულ ტერიტორიებზე ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასაწავლო პროგრამები რეგულარულად მიმდინარეობს.
ტრენინგები ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების, რეინჯერების უნარების გაუმჯობესებას სხვადასხვა გარემოსდაცვით რეგულაციასთან დაკავშირებული დავების პრევენციისა და მათი კონსტრუქციულად მოგვარების მიმართულებით.
ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ ლაგოდეხის, ალგეთისა და ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების 100-ზე მეტ თანამშრომელს; წლის ბოლომდე აღნიშნული სასწავლო პროგრამის განხორციელება დაგეგმილია 12 სხვა ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის.
➡️ ტრენინგები ხორციელდება კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით.
