დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიგუა მეწარმეებს შეხვდა

ოკაცეს კანიონზე კაფე და სუვენირების კუთხე გაიხსნება, მტირალას ეროვნულ პარკში კი კეთილმოწყობილი სასტუმრო კერძო მოიჯარეს გადაეცემა მართვის უფლებით. ამის შესახებ გუშინ და დღეს ჩაქვსა და სოფელ გორდში ადგილობრივი მეწარმეები და დაცული ტერიტორიების სააგანტოს ხელმძღვანელი პირები მსჯელობდნენ. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სიგუამ ადმინისტრაციის დირექტორებთან  ზაალ კვანტალიანთან და დავით ხომერიკითან ერთად  დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები გამართა.

 შეთანხმებისამებრ, ჩატარდება აუდიტი და ობიექტები აუქციონის წესით გაიჯარდება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ სეზონს გამართული ინფრასტრუქტურით, ღამისგასათევი საშუალებებით და კვების ობიექტებით შევხედეთ, ამიტომაც ვიზრუნებთ, რომ აუქციონი რაც შეიძლება მალე გამოცხადდეს და მეწარმეების ინტერესებიც მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს,“ - განაცხადა გიორგი სიგუამ. შეხვედრებით მეწარმეები კმაყოფილები არიან და აუქციონებში მონაწილეობას გეგმავენ.