დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი ქ. კიევში (უკრაინა)

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი ქ. კიევში (უკრაინა)

2013 წლის 26 ივლისს, ქ. კიევში (უკრაინა) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანი უკრაინულ ბაზარზე საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების წარმოჩენა და პოპულარიცაზია იყო.

პრეზენტაციას, ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე დაესწრო და საზოგადოებას  დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში არსებული ეკო-ტურისტული პოტენციალი და  ინფრასტრუქტურა გააცნო. 

ღონისძიებაზე,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი სიგუას გარდა, სიტყვით გამოვიდნენ უკრაინის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ელენა შაპოვალოვა და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში ბ-ნი მიხეილ უკლება .