დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. აღნიშნულის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დირექტორმა, თეიმურაზ ასათიანმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელშეწყობით, მოხდება სტუდენტების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი საკითხებისა და საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართულებით. თეორიულ ცოდნასთან ერთად, დაგეგმილია პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობაც.