დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
ხუთშაბათს, 27 ივნისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე აკადემიური დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოში ამ ეტაპზე არსებული აქტუალური პრობლემები, სააგენტოს საქმიანობის ძირითადი ასპექტები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე აქცენტი გაკეთდა შემდეგ საკითხებზეც:
• სააგენტოს საქმიანობაში მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სტუდენტების ჩართულობა;
• ეკო განათლების მნიშვნელობა;
• სამონადირეო მეურნეობების ირგვლივ არსებული პრობლემები;
• ეროვნულ პარკებში ეკო-ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივა;
• ოკაცეს კანიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ზოგადად კანიონის ტურისტული განვითარების პროექტის ეფექტურობა;
• ჯავახეთის ეროვნული პარკის პრობლემატური საკითხები.
სხდომის მსვლელობისას, ყურადღება ასევე გამახვილდა სააგენტოს რებრენდინგზე - ახალი ლოგოსა და ვებ გვერდის შექმნის საკითხებზე.
გადაწყდა, რომ საბჭო შეიკრიბება თვეში ერთხელ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყოველი წინა სხდომის შედეგად განხორციელებული საქმიანობებიც განიხილება.