დაცული ტერიტორიების თავმჯდომარის ვიზიტი სტეფანწმინდაში

დაცული ტერიტორიების თავმჯდომარის ვიზიტი სტეფანწმინდაში
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატი-
ვის საფუძველზე, 2015 წლის ზაფხულის სეზონს ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა სპეციალის-
ტები და ასევე, ტურიზმის ადმინისტრაციის რეგიონუ-
ლი თანამშრომლები ახალ, საერთო ადმინისტრაცი-
ულ შენობაში შეხვდებიან.
10 თებერვალს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ალიბეგაშვილს შეხვდა, რომლის დროსაც სტეფანწმინდის ცენტრალურ მოედანზე სააგენტოს ადმინისტრაციული ნაგებობისა და ტურიზმის ვიზიტორთა ცენტრის ერთობლივი შენობის აგებაზე იმსჯელეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი შალვა ელოშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ჩქარეული, დეპუტატი მირიან წიკლაური და ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ოთარ წამალაიძე.
აღნიშნული ინიციატივის შედეგად, რეგიონში სტუმრად მყოფი ვიზიტორები ერთობლივი ადმინისტრაციული ცენტრის საშუალებით უფრო მარტივად შეძლებენ ტურისტულ სერვისებზე ინფორმაციის მიღებას, ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ იოლად მოიძიონ მათთვის სასურველი საოჯახო სასტუმრო, გაეცნონ ყაზბეგში არსებულ უნიკალურ ბუნების ძეგლებს, რეგიონის ბიომრავალფეროვნებას, ისარგებლონ ადგილობრივი გიდის ან მძღოლის მომსახურებით და უფრო მოხერხებულად დაგეგმონ თავიანთი მოგზაურობა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული შენობა სტეფანწმინდის ცენტრიდან საკამოდ დაშორებულია, ხოლო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კი საერთოდ არ გააჩნია რაიმე სახის წარმომადგენლობა. შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ მოხდება სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციის შენობისა და ადგილობრივი კომისარიატის შენობების გაცვლა, რის შედეგადაც სააგენტოსა და ტურისტული ადმინისტრაციის ერთობლივი შენობა უკვე სტეფანწმინდის ცენტრში, ალ. ყაზბეგის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს დაიდებს ბინას.
მსგავსი ინიციატივის განხორციელება ასევე დაგეგმილია ქობულეთსა და ახალქალაქში, სადაც სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებისა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები, იგივე პრინციპით, ერთ შენობაში იქნებიან განთავსებული.