,,დაძმობილების" (TWINNING) ახალი პროგრამის პრეზენტაცია

,,დაძმობილების" (TWINNING) ახალი პროგრამის პრეზენტაცია

2013 წლის 12 ივნისს, სასტუმრო თბილისი მარიოტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  ,,დაძმობილების“ (TWINING) ახალი პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერება“ პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრა გახსნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ,  დაცული ტერიტორიების სააგენტოს  თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს გლობალური მნიშვნელობის მქონე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და საუკეთესო  საერთაშორისო გამოცდილების   დანერგვის გზით. პროექტის ხანგრძლივობაა ორი წელი, ხოლო ბიუჯეტი 1.1 მილიონ ევროს შეადგენს.

ავსტრიის ფედერალური ტყეების (Österreichische Bundesforste AG) ხელმძღვანელობით პროექტს განახორციელებს ავსტრია-ჩეხეთის კონსორციუმი ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროსა (Ministerstvo Životního Prostředí) და ავსტრიის გარემოსდაცვით სააგენტოსთან (Umweltbundesamt GmbH) ერთად  საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com