დაზღვევის ხელშეკრულების ხელმოწერა

დაზღვევის ხელშეკრულების ხელმოწერა

2013 წლის 13 ივნისს,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში  კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ხელმძღვანელმა დევიდ მორისონმა  და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ დაზღვევის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს 2013-2014 წლებში  დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული ერთეულების  ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევას 50%-ით. გაღებული თანხის ოდენობა შეადგენს 67, 850 ევროს ექვივალენტს ლარებში.

კავკასიის ბუნების ფონდი წლების მანძილზე თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მუშაობის მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში./