ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისა და ყაზბეგის ეროვნული პარკის თანამშრომლებს კონფლიქტებზე რეაგირებისა და მართვის საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდათ

ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისა და ყაზბეგის ეროვნული პარკის თანამშრომლებს კონფლიქტებზე რეაგირებისა და მართვის საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდათ
სასწავლო კურსი მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების პროფესიული უნარების გაძლიერებას.
აღნიშნული ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების, ალგეთის ეროვნული პარკისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციების 100-ზე მეტ თანამშრომელს. წლის ბოლომდე სასწავლო პროგრამის განხორციელება დაგეგმილია კიდევ 10 დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციაში.
ტრენინგები ხორციელდება კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით.