ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ლაგოდეხის აღკვეთილში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილის - 4615 კვ.მ. იჯარის უფლებით გაცემის მიზნით.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს:
✅ 6 ერთეულ კოტეჯს,
✅4 საპიკნიკე ფანჩატურს,
✅სველ წერტილს,
✅დამხმარე ნაგებობას სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან
წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად;
გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 250 000 ლარის ინვესტიცია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წლის განმავლობაში
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს