ერთ მილიონიანი გრანტი საქართველოს ეროვნული პარკების დასაფინანსებლად

საქართველოს ეროვნულ პარკებს კავკასიის ბუნების დაცვის ფონდისგან ერთი მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადაეცემათ. საგრანტო ხეშეკრულებებს ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამის დირექტორმა დანიელ სეპიკმა მოაწერეს. ხელშეკრულებები ვაშლოვანის, თუშეთის, ყაზბეგის, კინტრიშის, ჯავახეთის და ალგეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს. გრანტის საერთო თანხა ერთ მილიონ ევროს შეადგენს. ხელშეკრულებები უზრუნველყოფს 3 წლის მანძილზე ცხოველთა სამყაროს სახეობაზე მონიტორინგის სისტემის შექმნას, ტურისტულ ინფრასტრუქტურის აღდგენას, მათ მოვლა-შენახვას, სახელფასო დანამატს, საკონსულტაციო მომსახურეობასა და სხვა საოპრეაციო ხარჯებს.

იხილეთ ვიდეო