ევროკავშირის ბუნებისდაცვითი კანონმდებლობის გაცნობა

ევროკავშირის ბუნებისდაცვითი კანონმდებლობის გაცნობა
ევროკავშირის ბუნებისდაცვითი კანონმდებლობის გაცნობა ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში მიმდინარე „ევროკავშირის დაძმობილების პროექტის" (EU Twinning Project) ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე დაინტერესებული პირებისათვის ევროკავშირის ბუნებისდაცვით კანონმდებლობაზე, პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე განხილული იყო ის ვალდებულებები, რომელსაც იღებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით და ასევე ვადები, რომლის განმავლობაში უნდა მოხდეს აღნიშნული ვალდებულებების შესრულება. ყურადღება დაეთმო ამ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვასა და თანხების მოძიებას.
შეხვედრას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების დირექტორები, ასევე დაძმობილების პროექტის კომპონენტის ხელმძღვანელი მაიქლ ჰოშეკი, პროექტის ექსპერტი საკანონმდებლო საკითხებში რალფ იულიხი, აჭარის რეგიონში არსებული გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერaესებული პირები ესწრებოდნენ.