"გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

„გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მასში შემავალი შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
  სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა, რომელიც იქნება აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების სახელმძღვანელო დოკუმენტი, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) პრინციპების შესაბამისად, მოიცავს თევზების, ამფიბიების, ქვეწარმავლების, ფრინველების, ძუძუმწოვრების და უმაღლეს მცენარეთა შესაბამისი სახეობების შერჩევას.
   სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის მოსამზადებლად, შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს სახეობების შერჩევის და პრიორიტეტიზაციის მეთოდიკასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით.
  პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com