გაეცანით დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახასიათო პერსონაჟის (მასკოტი) კონკურსთან დაკავშირებულ შეკითხვებზე ოფიციალურ პასუხებს

1. კონკურსანტებს მოეთხოვებათ მხოლოდ კონცეპტის შექმნა და შემდეგ უკვე სხვა ადამიანები გადაიბარებენ პერსონაჟს და განავითარებენ სხვადასხვა დანიშნულებისთვის. ასეა ეს?
ღია კონკურსის წესების შესაბამისად, პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მხოლოდ სახასიათო გმირის შერჩევა. პროექტის მეორე ეტაპზე მოხდება შერჩეული პერსონაჟის განვითარება სხვადასხვა დანიშნულებისათვის. კონკურსში მონაწილე თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს სრულფასოვანი განაცხადის ფორმა და მის მიერ შემუშავებული სახასიათო გმირთან დაკავშირებული შემდგომი დოკუმენტაცია:
- სახასიათო გმირის ფერადი ილუსტრაცია (წინიდან, გვერდიდან, დინამიკურ პოზაში).
- შავ-თეთრი და მონოქრომული ვერსიები.
- დამატებითი ვიზუალიზაცია (არასავალდებულო): სხვადასხვა აქტივობები, კოსტუმის დიზაინი, მოკლე ანიმაცია.
- გმირის სახელი და წარმოშობა (50-100 სიტყვა).
- გმირის ისტორია (100-300 სიტყვა).
- დიზაინის კონცეფციის აღწერა (100-200 სიტყვა).
2. ფაილის ზომაზე ერთგან წერია 10MB, მეორეგან 20MB. რეალურად ზომა რამე პრობლემას წარმოადგენს? თუ პერსონაჟის რამდენიმე ილუსტრაციაა საჭირო (წინხედი, გვერდხედი, action pose, ა.შ. ეს ყველაფერი 1 პრეზენტაციაში უნდა გაერთიანდეს თუ ცალ-ცალკე სურათებად ელოდებით?). მე 1 დიდ პრეზენტაციას ავაწყობდი PDF ფაილად რაც მოიცავს ყველაფერს.
ღია კონკურსის წესების შესაბამისად, კონკურსში მონაწილე სრულწლოვანი კანდიდატების მიერ წარმოდგენილი სახასიათო გმირის ფაილი უნდა იყოს მინიმუმ 2000x2000 px გაფართოების, მაქსიმალური ზომა კი 20 MB. კონკურსში მონაწილე არასრულწლოვანი კანდიდატების მიერ წარმოდგენილი სახასიათო გმირის ფაილი უნდა იყოს მინ. 150 dpi გაფართოების, მაქსიმალური ზომა კი 10 MB.
ნამუშევრის წარმოდგენის ფორმა კონკურსის წესების შესაბამისად არ არის შეზღუდული და კონკურსანტს შეუძლია პერსონაჟის ვიზუალური მასალები წარმოადგინოს როგორც ცალკეული ფაილების სახით ისე ერთიანი პრეზენტაციის ფაილით.
3. გიწერიათ: "დიზაინი უნდა ასახავდეს საქართველოს ეროვნული პარკების ბუნებას, ეკოლოგიურ ღირებულებებსა და კულტურულ მემკვიდრეობას." ძალიან აბსტრაქტული მოთხოვნაა. ხომ ვერ დააკონკრეტებდით რა მოლოდინები გაქვთ ამ მიმართულებით?
გთხოვთ, იხილოთ დანართი 2: „საქართველოს ეროვნული პარკების მიმოხილვა და ინფორმაცია სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესახებ“ და დანართი 5: 5. დანართი „სახასითო გმირის ვიზუალური იდენტობის სარეკომენდაციო სახელმძღვანელო“.
4. ასევე გიწერიათ: "სახასიათო გმირი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული პარკების ბრენდს და მის ვიზუალურ სტანდარტებს." გაქვთ ბრენდბუქი? ბრენდს რომ ჩავწვდე, ბრენდბუქი მჭირდება. ბრენდბუქის გარეშე მთელი ბრენდი თქვენს უნიკალური ლოგოს გარშემო ტრიალებს. თუ ლოგოსთან თავსებადობა (თუნდაც ფერის პალიტრით) საკმარისია, მაშინ გასაგებია.
საქართველოს ეროვნული პარკების ბრენდბუქი იხილეთ შემდეგ ლინკზე: https://drive.google.com/drive/folders/13Bw6XZ8LIiUbiHEIVVcYEOc5sp5iQ-w0?usp=drive_link
5. საკონკურსო ნამუშევარი 2D-ში უნდა იყოს შესრულებული და აუცილებლად ხელით დახატული?
ღია კონკურსის წესების შესაბამისად, საკონკურსო ნამუშევრის შესრულების ტექნიკა მოიცავს როგორც ხელით ხატვას (შემდგომ სკანირებული) ასევე ციფრულ (digital art) გრაფიკას. ხელით შექმნილი და შემდეგ დასკანარებული ნამუშევრის წარმოდგენის უფლება აქვთ მხოლოდ არასრულწლოვან კონკურსანტებს.
6. შემიძლია თუ არა კონკურსში მონაწილეობა და პრიზის მიღება, თუ არ ვარ საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ვცხოვრობ საქართველოში და ვიხდი გადასახადებს?
ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს და საქართველოს რეზიდენტ პირს.
7. Do we need to submit all the versions at once (for different seasons, for children, etc.), or is it enough to submit only the main version now and provide the variations later?
საჭიროა თუ არა ყველა ვერსიის ერთდროულად წარდგენა (სხვადასხვა სეზონისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ.), თუ საკმარისია მხოლოდ ძირითადი ვერსიის წარდგენა ახლა და ვარიაციების მოგვიანებით წარდგენა?
ღია კონკურსის წესების შესაბამისად, კონკურსში მონაწილე თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ძირითადი სახასიათო გმირის ფერადი ილუსტრაცია (წინიდან, გვერდიდან, დინამიკურ პოზაში) და შავ-თეთრი და მონოქრომული ვერსიები. დამატებითი ვიზუალიზაციების წარმოდგენა როგორიცაა გმირის აქტივობები, გმირი სხვადასხვა სეზონზე, კოსტუმის დიზაინი, მოკლე ანიმაცია და ა.შ. არასავალდებულოა.
სრულყოფილად წარმოდგენილ ნამუშევარს აუცილებლად თან უნდა ერთვოდეს:
- სრულფასოვანი განაცხადის ფორმა
- სახასიათო გმირის ფერადი ილუსტრაცია (წინიდან, გვერდიდან, დინამიკურ პოზაში).
- შავ-თეთრი და მონოქრომული ვერსიები.
- დამატებითი ვიზუალიზაცია (არასავალდებულოა): სხვადასხვა აქტივობები, კოსტუმის დიზაინი, მოკლე ანიმაცია.
- გმირის სახელი და წარმოშობა (50-100 სიტყვა).
- გმირის ისტორია (100-300 სიტყვა).
- დიზაინის კონცეფციის აღწერა (100-200 სიტყვა).
According to the rules of the open competition, each participant must submit a colored illustration of the main character (front view, side view, and in a dynamic pose), along with black-and-white and monochrome versions. Additional visualizations—such as the character engaged in various activities, shown in different seasons, costume design, short animation, etc.—are optional.
A fully submitted entry must include the following:
- A completed application form
- A colored illustration of the character (front view, side view, and dynamic pose)
- Black-and-white and monochrome versions
- Additional visualizations (optional): various activities, costume design, short animation
- The character’s name and origin (50–100 words)
- The character’s story (100–300 words)
- A description of the design concept (100–200 words)
8. Should the mascot be standing on two legs like a human, or is it allowed to be shown in an animal-like posture?
თილისმა უნდა იდგეს ორ ფეხზე, როგორც ადამიანი, თუ დაშვებულია მისი ცხოველის მსგავს პოზაში გამოტანა?
ღია კონკურსის წესების შესაბამისად, კონკურსანტები არ არიან შეზღუდულები სახასიათო გმირის გამომსახველობით ფორმებში. გთხოვთ გაეცნოთ სახასითო გმირის ვიზუალური იდენტობის სარეკომენდაციო სახელმძღვანელოს შემდეგ ლინკზე: https://apa.gov.ge/ge/media/News/daculi-teritoriebis-saagento-gia-konkurss-acxadebs.page დანართი 5.
According to the rules of the open competition, participants are not limited in the expressive forms of the character.
Please refer to the recommended guidelines for the character’s visual identity at the following link:
https://apa.gov.ge/ge/media/News/daculi-teritoriebis-saagento-gia-konkurss-acxadebs.page – Annex 5.
9. ვმუშაობთ მასკოტის იდეასა და კონცეფციაზე ეროვნული პარკების კონკურსისთვის და გვაინტერესებს, აუცილებელია თუ არა წინასწარი რეგისტრაცია ან რაიმე განცხადების/ფორმის შევსება მონაწილეობისთვის?
ღია კონკურსის წესების შესაბამისად, წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. ნამუშევრის გამოგზავნის ეტაპზე, კონკურსში მონაწილე თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს სრულფასოვანი განაცხადის ფორმა და მის მიერ შემუშავებული სახასიათო გმირთან დაკავშირებული შემდგომი დოკუმენტაცია:
- განაცხადის ფორმა (შევსებული და ხელმოწერილი).
- არასრულწლოვანი კონკურსანტის შემთხვევაში მშობლის თანხმობის წერილი.
- სახასიათო გმირის ფერადი ილუსტრაცია (წინიდან, გვერდიდან, დინამიკურ პოზაში).
- შავ-თეთრი და მონოქრომული ვერსიები.
- დამატებითი ვიზუალიზაცია (არასავალდებულო): სხვადასხვა აქტივობები, კოსტუმის დიზაინი, მოკლე ანიმაცია.
- გმირის სახელი და წარმოშობა (50-100 სიტყვა).
- გმირის ისტორია (100-300 სიტყვა).
- დიზაინის კონცეფციის აღწერა (100-200 სიტყვა).
კონკურსთან დაკავშირებული დეტალური დოკუმენტაცია, გთხოვთ იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://apa.gov.ge/ge/media/News/daculi-teritoriebis-saagento-gia-konkurss-acxadebs.page
დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!