გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ შესატანი ცვლილებები წარადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ შესატანი ცვლილებები წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ დასრულდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების, კერძოდ ფარავნის, აბულის და საღამოს ტბის აღკვეთილების საზღვრების დაზუსტება; ასევე, ცივგომბორის აღკვეთილის სადემარკაციო სამუშაოები.

„სადემარკაციო სამუშაოები ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან გაფართოების შემდეგ ხორციელდება. ზუსტი საზღვრების დადგენა შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, საკუთრებაში დაირეგისტრირონ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის გაფართოების შედეგად მოხვდა პარკის საზღვრებში“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით მუშაობას. 2022 წელს, დაცული ტერიტორიების ფართობი 116,7 ათასი ჰექტრით გაიზარდა და 912 ათასზე მეტ ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია.

კომიტეტის სხდომაზე, მინისტრის მოადგილემ, ასევე წარადგინა სხვა ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტები, როგორიცაა „შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შეთანხმება“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონპროექტი; ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილებიდან გამომდინარე კანონპროექტები; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ვერცხლის წყლის შესახებ მინამატის კონვენცია“ და მისი თანმდევი კანონპროექტები.

როგორც ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტები პასუხობს ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს და ხელს შეუწყობს ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com